თუ “ქოცები“ ისევ თავის გზას გააგრძელებენ, სანქციები არ ასცდებათ-პეტრე ცისკარიშვილი

05.05.25 14:02
თუ “ქოცები“ ისევ თავის გზას გააგრძელებენ, სანქციები არ ასცდებათ-პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ “თუ ქოცები ისევ თავის გზას გააგრძელებენ, პარალმენტის წევრებს და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, სანქციები არ ასცდებათ.“

ცისკარიშვილის თქმით, “შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, ეს ადამიანები და ეს თვითმარქვია ხელისუფლება, მათი პატნიორი არ არის. “

“ეს იქნება პრაქტიკულად ყოვლისმომცველი სანქციები“,- ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

თუ ქოცები ისევ თავის გზას გააგრძელებენ, რომელიც არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები და რუსეთთან და ჩინეთთან საკუთარი მომავლის განხილვა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების საკვანძო წარმომადგენლებს, ისევე როგორც პარალმენტის წევრებს, მათი ოჯახის წარმომადგენლებს, სანქციები არ ასცდებათ. ეს იქნება პრაქტიკულად ყოვლისმომცველი სანქციები. ამიტომ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მაინც ჩვენი, ქართული საზოგადოების მისაღებია. ეს ყველაფერი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პრივატულ ვიზიტად იქნა გასაღებული დავითაშვილის და მისი დელეგაციის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და შეხვედრები, იმიტომ რომ არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, არავინ აღიარებს ძალაუფლება მიტაცებულ, არჩევნების გაყალბების გზით, ხელისუფლებაში მოსულ თვითმარქვია რეჟიმს,  რომელსაც პრორუსი ოლიგარქი მართავს და რომელიც პარტნიორობს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ამ ბოროტების ღერთან. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, ეს ადამიანები და ეს თვითმარქვია ხელისუფლება, მათი პატნიორი არ არის,- განაცხადა ცისკარიშვილმა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI ACT-ის“ განიხილავს. ქართველი ხალხის მხარდამჭერი  დოკუმენტის განხილვა, ვაშინგტონის დროით, შვიდ საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები