მათიკაშვილი ირწმუნება, რომ ნარკომანიას "ოცნება" მასშტაბურად ებრძვის

05.05.25 17:36
მათიკაშვილი ირწმუნება, რომ ნარკომანიას "ოცნება" მასშტაბურად ებრძვის

 იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა, "ოცნება" ამტკიცებს, რომ ნარკოლოგიასთან ბრძოლას აქტიურად აწარმოებს. დავით მათიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ყოველდღიურად ნარკოგამსაღებლებს აკავებს და ასე მოხდება ამ ახალ შემთხვევაშიც. 

ამასთან, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მსგავის გამოწვევის წინაშე სრულიად მსოფლიო დგას.

დღე არ გადის, რომ საზოგადოებამ არ ნახოს, რა მასშტაბური ბრძოლა მიდის ნარკომანიის წინააღმდეგ. ხდება დაკავებები ნარკოგამსაღებლების. თუკი რაიმე ფორმით რამე ახალი ნარკოსაშუალება არსებოსბდ ა ეს, სამწუხაროდ, არის რეალობა, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ბუნებრივია, რომ ამ კონკრეტული ნარკოტიკის და მისი გამსაღებლების წინააღმდეგაც იქნება სახელმწიფო ანალოგიურად დაუნდობელი, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

ქალაქში მკვლელი ნარკოტიკი გავრცელდა, ბაზარზე შემოსულია ახალი, ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც  კოკაინის სახელით ყიდიან, თუმცა მას რეალურად კოკაინთან საერთო არაფერი აქვს, - ამ ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს.

ირკვევა, რომ ე.წ კოკაინის გამოყენებას ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის ლეტალური.  სიხარულიძე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კოკაინის მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე მორფინი.

 

მსგავსი სიახლეები