საჭიროა, რეალური, სისტემური ნარკოპოლიტიკა - ვატო სურგულაძე
სამედიცინო ექსპერტი და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ვატო სურგულაძე ქვეყანაში ნარკომანიის გამოწვევებზე საუბრობს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჭიროა ნარკოპოლიტიკის სისტემური შეცვლა და ამას მხოლოდ დაჭერები არ უშველის. მისი თქმით, "ოცნება", რეალურ ნარკოპოლიტიკას ვერ აწარმოებს და მსგავსი სინთეტიკური ნარკოტიკების რეალიზაციის საფრთხე კიდევ არსებობს.
გამკაცრება, ციხეში ჩასმა და თავისუფლების აღკევთა ამ საკითხს არ უშველის. აქ საჭიროა ძალიან სერიოზული, სისტემური მიდგომა და პრაქტიკულად, სრულად უნდა შეიცვალოს ის ე.წ. პოლიტიკა, რაც ნარკოტიკულ საშუალებებტანაა დაკავშირებული. სჭირდება ინფორმაციის მიწოდება. საავადმყოფოები, კლინიკები და სამედიცინო სისტემა, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ასეტი რამ მოხდება. კიდევ სხვა სინთეტიკური ნარკოტიკებიც მზადდება, სამწუხაროდ, რა ტქმა უნდა, იატაკქვეშეთში, ძირითადად, ეს ხდება ჩინეთში და სამწუხაროდ, ისინიც შემოვა ჩვენს ბაზარზე და ძალიან ბევრის სიცოცხლე შეიძლება, ამას შეეწიროს. შესაბამისად, რეალური ნარკოპოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, - ამბობს ვატო სურგულაძე.
ქალაქში მკვლელი ნარკოტიკი გავრცელდა, ბაზარზე შემოსულია ახალი, ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც კოკაინის სახელით ყიდიან, თუმცა მას რეალურად კოკაინთან საერთო არაფერი აქვს, - ამ ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს.
ირკვევა, რომ ე.წ კოკაინის გამოყენებას ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა, მათ შორის ლეტალური. სიხარულიძე “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კოკაინის მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე მორფინი.