კობახიძე, კალაძე თუ მდინარაძე - ვინ გახდება პარტიაში პირველი კაცი და ვინ შეცვლის ღარიბაშვილს

05.05.25 20:39
კობახიძე, კალაძე თუ მდინარაძე - ვინ გახდება პარტიაში პირველი კაცი და ვინ შეცვლის ღარიბაშვილს

]

ზუსტად 2 დღეში გაირკვევა, ვისზე დადებს ფსონს ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნება" ოთხშაბათს ღარიბაშვილის მემკვიდრეს დაასახელებს. კობახიძე პარტიას მეორე წრეზე ჩაიბარებს, მისთვის სანდო მდინარაძეს გადააბარებს, თუ ასპარეზზე ამჯერად პარტიის ლიდერის ამპლუაში კახი კალაძე გამოვა? კითხვები ბევრია, პასუხები კი ბუნდოვანი. 

"პირველების" ინფორმაციით, კალაძეს და კობახიძეს გუნდში ლობისტები ჰყავთ. მართალია, ოლიგარქი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და ლობირებაც აზრს კარგავს, თუმცა გია ვოლსკი მაინც თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეს კი არ დანიშნავს, არამედ მას წევრები აირჩევენ.

რასაც არ, ან ვერ ამბობენ "ოცნების" მოქმედი წევრები, თქვეს პარტიიდან დემარშით წასულებმა. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქმა არჩევანი ისევ მორჩილებაში არაერთგზის გამოცდილ კობახიძეზე შეაჩეროს, რადგან ახლა ივანიშვილს ექსპერიმენტების დრო არ აქვს.

"ოცნების" ახალი თავმჯდომარე - დეტალები ხატია სამხარაძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები