საეჭვო პრემიები ეროვნულ ბანკში - რა ხდება სებ-ში დაწყებულ საკადრო დეფიციტს და რყევებს ფონზე
ეროვნულ ბანკში ყველაზე დიდი რყევების და კადრების გადინების დროს პრემიებს დაუსაბუთებლად არიგებდნენ. სახელმწიფო აუდიტმა დეტალურად შეისწავლა 2022-2023 წლებში მთავარი ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები.
ვერ მიაგნეს დოკუმენტაციას და მოხსნებით ბარათებს, რატომ გაიცა 48 ათასი ლარის პრემია 8 თანამშრომელზე. გაცემულმა პრემიებმა 2022 წელს დადგენილ ზღვარს 37 ათასი ლარით გადააჭარბა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა კი 2023 წლიდან 10 ათას ლარამდე თავად გაიზარდეს დამატებითი სარგო.
სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა ზეგანაკვეთური სამუშაოს ხარვეზებიც. ანაზღაურება თანამშრომლებს გადაუხადეს, მაგრამ რა სამუშაო შეასრულეს, ეს დოკუმენტაცია არ არსებობს. დასკვნაში წერია, რომ 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში პრემია 604 თანამშრომელს დაურიგეს, ამ პრემიების გაცემის წესი კანონთან შესაბამისობაში არ იყო.
საეჭვო პრემიები ეროვნულ ბანკში - დეტალები ვრცლად ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.