ჩვენი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია - სიჭინავა
"გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მათი გუნდის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.
როგორც სიჭინავამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, ყოფილი პრემიერის გუნდი არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ამის დრო მოვა.
ჩვენი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა არჩევნებისთვის ვართ მზად და როდესაც ამის დრო მოვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე თუ მასზე უარის თქმაზე. ვერცერთი გარე აქტორი და ვერც შიდა აქტორი ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას, რადგან ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლების და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე", - ამბობს ბერდია სიჭინავა.