ერთი სული მაქვს "ოცნებამ" შედგები ნახოს - ჯო უილსონი
ერთი სული მაქვს "ოცნებამ" შედგები ნახოს - ასეთია ჯო უილსონის პირველი კომენტარი "მეგობარი აქტის" წარმომადგენელთა პალატაში განხილვის შემდეგ.
ამერიკელმა კონგრესმენმა ინტერვიუ ჟურნალის ანი ჩხიკვაძეს მისცა.
"მეგობარი აქტის" ერთ-ერთმა ინიციტორმა ხაზგასმით თქვა, რომ "პრეზიდენტი ტრამპი დგას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით"
მე ქართველი ხალხის რწმენა მაქვს, რომ ისინი მტკიცედ დადგებიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში. ეს ძალიან კრიტიკული საკითხია და ვიცით, რომ ქართელი ხალხის მემკვიდრეობაა მტკიცედ დგომა. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. ვნახეთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებასაც დრო დასჭირდა, მაგრამ მე მაქვს მათი რწმენა. ეს კანონმდებლობა ძალიან მკაფიოა, არის ორპარტიული, რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ მხარს და არის ორპალატიანი. მადლიერი ვარ დემოკრატი ჯინ შაჰინის ლიდერობით, რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯიმ რიშის. ისევ და ისე, ეს კანონროექტი ყოვლისმომცველად ორპარტიულია, რადგან გვაქვს ქართველი ხალხის რწმენა. დარწმუნებული ვარ, რომ კენჭისყრაზე ქართველი ხალხის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერენ. ერთი სული მაქვს "ქართულმა ოცნებამ" შედგები ნახონ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ დიდი მხარდაჭერა არსებობს ამ კანონპროექტისა და ქართველი ხალხის მიმართ.
პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატიის დიდი მხარდამჭერია, მისი წინა ადმინისტრაციის პირობებში, მან უკრაინაში ჯაველინები გაგზავნა და ცდილობდა ომის გაჩერებას, მან განათავსა ამერიკული ჯარები პოლონეთში . ისევ და ისევ, დონალდ ტრამპი დემოკრატიისა და თავისუფლების სადარაჯოზე იდგება მათ გვერდით ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის", - ამბობს ჯო უილსონი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.