საკადრო წმენდის ახალი ეტაპი - კობახიძემ გუბერნატორებიც შეცვალა

06.05.25 13:15
საკადრო წმენდის ახალი ეტაპი - კობახიძემ გუბერნატორებიც შეცვალა

ირაკლი კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა - ამის შესახებ  პრესსამსახური იუწყება. კობახიძის  გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჭუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.

ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.

მსგავსი სიახლეები