წმენდა სახელმწიფო კომპანიებში - კობახიძე დირექტორებს ცვლის

06.05.25 13:30
წმენდა სახელმწიფო კომპანიებში - კობახიძე დირექტორებს ცვლის

პირველების მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოს კომპანიებში, საკადრო წმენდა დაიწყო. სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის პოსტზე, ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. ზარდიაშვილი პარლამენტის სკანდალით დატოვების შემდეგ ელექტროსისტემაში მუშაობდა. მან პარლამენტი და თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დეპუტატი ეკა ბესელია, შეურაცხყოფის გამო, საკომიტეტო მოსმენის დროს ფიზიკურად გაუსწორდა.

ვანო ზარდიაშვილის სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად დანიშვნა უკვე ასახულია, საჯარო რეესტრში.  

პირველების მოპოვებული ინფორმაციით, იცვლება საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელიც. სავარაუდოდ ახალ დირექტორს ხვალ წარადგენენ.

მსგავსი სიახლეები