ვინ იქნება 26 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად რუსთაველზე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად ყველა ოპოზიციური გაერთიანება იქნება.
ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დღეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.
ამ დღეს ქართველი ხალხის ძალის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი. მნიშნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავენახოთ და სახალხო ზეიმი გვქონდეს, რაც მთავარია და ახალი სიცოცხლე მივცეთ იმ პროცესს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენა ქვია. იმიტომ, რომ რაოდენ სამწუხარო ამბავიც არ უნდა იყოს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, თანამედროვე სახელმწფიოს შექმნიდან 100 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს იგივე მტრისგან დაცვა ჩვენი დამოუკიდებლობის, ვისგანაც 100 წლის წინ განვთავისუფლდით", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 26 მაისს პარტნიორები თბილისში ხალხთან და ოპოზიციასთან ერთად იდგებიან.
ეს არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან - ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპაში ბევრი სხვადასხვა პრიორიტეტია, ჩვენი პარტნიორები ამ დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ, აქ თბილისში", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენ ხოშტარიას თქმით, 26 მაისს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა ანახოს, რომ პროდასავლური, ღირსრბის მქონე საზოგადოებისგან შედგება.
პრეზიდენტის ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პარტია, ყველა სამოქალაქო, საზოგადოებრივი და საპროტესტო ჯგუფი იქნება ამ პროცესის ნაწილი, იმიტომ, რომ ეს დღე ეკუთვნის ყველას და ჩვენ ყველამ უნდა ვანახოთ, რო საქართველო არის ეროვნული, ღირსების მქონე, პროდასავლური საზოგადოება და დიახ, 26 მაისს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებებთ ამას", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
სახალხო ერთიანობის დრეს უერდ~თდება გიორგი გახარიას გუნდიც.
ეს არის სახალხო დღე და ერთიანობის დღე. ამიტომ თითოეული ქართველის მოვალეობაა, რომ იდგეს იქ, სადაც წყდბეა ქართველი ხალხის ბედი. ჩენ რა თქმა უნდა წარმოდგენილი ამ სახალხო ერთობაში და ჩვენ ასევე ვიქნებით წარმოდგენილი კოორიდინაციის ფარგლებში", - ამბობს ტატა ხვედელიანი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ქართველ ხალხთან ერთად ევროპარლამენტარები და ამერიკელი პოლიტიკოსოები დადგდებიან. ისინი ღონისძიებაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიწვია.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ერთად უნდა ჩაიბარონ 26 მაისი. მისი თქმით, ახლა სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობაა გადასარჩენი და ის სრულიად საქართველომ უნდა გადაარჩინოს.