პოლიტიკური განაჩენი "ოცნებას" - ვის შეეხება მეგობარი აქტით გათვალისწინებული სანქციები?

06.05.25 20:01
პოლიტიკური განაჩენი "ოცნებას" - ვის შეეხება მეგობარი აქტით გათვალისწინებული სანქციები?

349 ხმით 42-ის წინააღმდეგ - ამერიკელმა კონგრესმენებმა ბიძინა ივანიშვილის, მისი რეჟიმის და ყველა მსახურის სანქციების უპრეცედენტო აქტს მხარი დაუჭირეს. "ქართულმა ოცნებამ" ყველა შანსი ხელიდან გაუშვა: შტატებში დარწმუნდნენ, რომ დემოკრატიულ რელსებზე ოლიგარქიული რეჟიმის დაბრუნების შანსი აღარ რჩება და წარმომადგენლობით პალატა ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდა. შემდეგი, სენატია და ბოლო - ტრამპის ხელმოწერა. 

შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში 433 დეპუტატიაა, აქედან 80-მა პროცენტმა ოლიგარქიულ რეჟიმს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე, არჩევნების გაყალბება, რუსული, ჩინური და ირანული ინტერესების გატარება არ აპატიეს.

საქართველოს მეგობარი აქტის მხარდამჭერებს შორის 170 პრეზიდენტი ტრამპის გუნდის წევრია, მათ შორის, მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი, რომელმაც რეჟიმს აქტის დამტკიცებამდე კონგრესის ქვედა პალატიდან მხილების სერია მოუწყო. "ოლიგარქი ივანიშვილის გუნდი უნდა დასანქცირდეს!" - ეს სიტყვები წარმომადგენლობით პალატაშიი ყველაზე ხშირად ისმოდა.

ისტორიულ კენჭისყრას წინ უმწავესი დებატები უძღოდა. კონგრესმენებმა ღიად თქვეს, რომ საქართველოს თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და დაამტკიცა კანონები, რომელიც მიზნად ხალხის წინააღმდეგ რეპესიების მოწყობას ისახავს. მეგობარი აქტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მთავრობამ  ხალხის ნება უნდა აღასრულოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს, გამოიძიოს 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევები და პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბად ხელი შეუშალა დემოკრატიული წესით არჩევნების ჩატარებას, თუმცა რეჟიმმა დოკუმენტის არცერთი ეს მოთხოვნაა არ შეასრულა და არც პოლიტიკური ტყვეები არ გაათავისუფლა.

ვის შეეხება მეგობარი აქტით გათვალისწინებული სანქციები? აქტს აქვს უფლებამოსილება, შეეხოს ყველას, ვინც 2014 წლის 1 იანვრიდან ყოფილა საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის წევრი, ან არის საქართველოში არსებული პოლიტიკიური პარტიის მიმდინარე ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი;

სანქციები შეეხება ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამზრახველნი არიან, პირდაპირ ან ირიბად ყოფილან ჩართულნი, ან ჰქონდათ მცდელობა, ყოფილიყვნენ ჩართულნი ქმედებებსა და პოლიტიკურ ხაზში, რომელიც ძირს უთხრიდა საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ბრძანების გაცემით/დაკვეთით, კონტროლით, ან სხვა ნებისმიერი სახით მსგავსი ნაბიჯების განხორციელებით და მათი უშუალო ოჯახის წევრებს, რომელთაც ამ ქმედებებისგან მიიღეს სარგებელი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები