პროკურატურას საკუთარმა მოწმემ უმტყუნა - რა მოხდა ალეკო ელისაშვილის პროცესზე

06.05.25 20:32
პროკურატურას საკუთარმა მოწმემ უმტყუნა - რა მოხდა ალეკო ელისაშვილის პროცესზე

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შეკერილი საქმე დღეს პროკურატურას თავისივე მოწმის ჩვენებით ჩამოეშალა. კაცი, რომელიც ელისაშვილს და ბაბაევს შორის დაპირისპირებას შეესწრო, ყვება, რომ ჩხუბი 2 დეკემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ-მა დაზარალებულმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისკენ რკინის ჯოხით გაიწია. ამ ჩვენებით მტკიცდება ის, რასაც დაცვის მხარე თვეებია ამბობს - ელისაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს და დაპირისპირება სწორედ ალი ბაბაევის ინიციატივით დაიწყო.

ამ ჩვენების შემდეგ ბრალდების მხარე იძულებული გახდა, საკუთარი მოწმის სანდოობაში კამერების წინ ეჭვი შეეტანა. პროკურორი კამერების წინ ამტკიცებდა, რომ მისივე მოყვანილ მოწმეს დაპირისპრების დასაწყისი არ უნახავს და სასამართლოში იცრუა.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოძიებამ საქმეში ვიდეო მტკიცებულება ჩადო. კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქის ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებში ასახულია დაპირისპირება, თუმცა არ ისმის ხმა, რამაც ბაბაევს და ელისაშვილს შორის კონფლიქტი გამოიწვია. პოლიტიკოსის თქმით, ალი ბაბაევმა მას შეაგინა და პროვოკაცია მოუწყო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები