უილსონი: ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს აშშ და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს

06.05.25 22:55
უილსონი: ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს აშშ და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს

ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატის წინაშე MEGOBARI აქტის განხილვაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოსაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“

მადლიერი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატის წინაშე MEGOBARI აქტის განხილვაზე სიტყვით გამოვედი. ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები და შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა!",- წერს უილსონი.

 

მსგავსი სიახლეები