ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი - "ოცნებია“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გაირკვევა

07.05.25 10:35
ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი - "ოცნებია“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გაირკვევა

 „ქართული ოცნების“ ყრილობა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. ივანიშვილის პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს.

უცნობია, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლიან მედიებს არ დაუშვებენ.

ცნობისთვის, 25 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. 

რამდენიმე საათში ვისზე დადებს ფსონს ბიძინა ივანიშვილი - "პირველების" ინფორმაციით, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს გუნდში ლობისტები ჰყავთ, გაჟღერდა მამუკა მდინარაძის გვარიც. 

მსგავსი სიახლეები