სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს - გომელაური MEGOBARI აქტის სანქციებზე

07.05.25 13:05
სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს - გომელაური MEGOBARI აქტის სანქციებზე

 

სასტუმრო "თბილისი პარაგრაფთან", სადაც "ქართული ოცნება" 14:00 საათზე ყრილობას გამართავს და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს, ვახტანგ გომელაური გამოჩნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მისი დასანქცირების შესახებ დასმულ კითხვას მოკლე რეპლიკით უპასუხა: "არ მინახია ნამდვილად სია, სიმართლე რომ გითხრათ. [...] სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს"

გუშინ, 6 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე  იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.

სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.

სიაში ვახო გომელაურის გვარიც გვხვდება. 

 

მსგავსი სიახლეები