პოლიციის მაღალჩინოსანი: არ მინდა ამერიკა
სანქციების არ მეშინია, ამერიკაში არ წავალ, უშგულში წასვლა მირჩევნია - ეს განცხადებები პოლიციის მაღალჩინოსანმა, ლადო სადღობელაშვილმა, მისი და მისი ოჯახის შესაძლო დასანქცირებაზე საუბრისას გააკეთა.
მე მიყვარს საქართველოში მოგზაურობა, ბორჯომი, ბაკურიანი, სვანეთი, აი უშგულზე არ ვარ ნამყოფი და წავალ. რა სანქციებზე საუბრობთ? ხომ გაგეცით პასუხი. არ დავდივარ არსად. არ მინდა, რა ამერიკა. არ ვყოფილვარ არასოდეს და ვერც წავალ. არც წავალ, არც მინდა. რატომ უნდა წავიდე? საქართველო მიყვარს, აქ ვარ, აქ ვმოგზაურობ. მე სანქციების არ მეშინია, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. შიშით არაფრის არ მეშინია. არ ვარ არსად ნამყოფი. თურქეთში ვარ ნამყოფი. ოჯახის წევრებისთვისაც არ არის პრობლემა"- ამბობს ლადო სადღობელაშვილი.
გუშინ, 6 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.