ვინ არის ივანიშვილის რჩეული? - რა განცხადებებს აკეთებენ "ოცნებაში" ყრილობამდე

07.05.25 13:33
ვინ არის ივანიშვილის რჩეული? - რა განცხადებებს აკეთებენ "ოცნებაში" ყრილობამდე

გადაურჩებიან თუ არა სანქციებს თუ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ? "პირველებმა" კითხვა "ოცნების" წევრებს დაუსვა, რომლებიც ამ წუთებში სასტუმრო "პარაგრაფში" მიდიან, სადაც პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს. 

ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ "სანქციები მათ არ აღელვებთ".

ესაა პარტიული ცხოვრებაა, ერთი მიდის, მეორე მოდის. განახლება ხდება, არაფერი... რაც ხდება მთელ მსოფლიოში, ის ხდება აქაც. 

რა სანქციებზე ლაპარაკობთ? მე არავისი იმედი არ მაქვს საქართველოს გარდა. მე თუ დამასანქცირებენ საერთოდ არ მაინტერესებს", - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

რიმა ბერიძე კი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობის პოსტზე შესაფარისი კანდიდატურაა და ის პატივისცემას იმსახურებს.

კობახიძე იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს. რა თქმა უნდა, ერთ-ორ საათში დაიწყება ყრილობა, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატურა არის შერჩეული და პარტიის დელეგატები დავუჭერთ მხარს პოლიტსაბჭოს მიერ დასახელებულ თავმჯდომარეს, - ამბობს რიმა ბერაძე.

ამასთან, "ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ პარტია "მშვენიერ ფორმაშია".  

სასტუმრო "თბილისი პარაგრაფთან", სადაც დღეს, 14:00 საათზე "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა გაიმართოს, პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. ივანიშვილის გუნდმა დღეს პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა დაასახელოს. 

მსგავსი სიახლეები