დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა ყველა ის ადამიანი, ვინც ოლიგარქის დაკვეთებს ასრულებს - მესამე სექტორი
ვინ მოხვდა პოტენციური სანქციების ქვეშ - მესამე სექტორი ამბობს, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა სიაში ყველა ის ადამიანი შეიყვანეს, ვინც ოლიგარქის დაკვეთას ასრულებს და ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუენაბში ეხმარება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ამ სიაში შემთხვევით არც ცესკოს თავმდჯომარე მოხვედრილა, რადგან სწორედ მასზე საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პასუხისმგებლობა.
არიან მოსამართლეები, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ბიზნესსექტორის მიტაცებაში არიან ჩართულები და რომლებიც ალაგებენ ბიზნესებთან უერთიერთობას, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ წყობებს წარმოადგენენ, რომლებიც, კიდევ ერთხელ, ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს მათ შორის არჩევნების ჩატარების კუთხით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ა.შ., მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული ადამიანებისთვის მთავარი ფუნქცია და მთავარი როლი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სამსახურში ყოფნა. კანონმდებლობით მათ ევალებათ ის, რომ იყვნენ დამოუკიდებელი უწყებები, სინამდვილეში კი, ისინი ემსახურებიან მმართველ პარტიას, - ამბობს ეკა გიგაური.
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ "ოცნება" მხოლოდ მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე არ დგას და ამიტომ დასაანქცირებელთა სიაში პროპაგანდისტების და "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენებიც მოხვდნენ. მისი თქმით, მეგობარი აქტი არის გზავნილი, რომ ამერიკელ კონკრეგსმენებს ასეთ ბიზნესმენებზე ინფორმაცია აქვთ.
„ქართული ოცნება“ არ დგას მხოლოდ მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლოზე, პროკურატურაზე და სხვა უწყებებზე, რომელთა ხელმძღვანელებიც აქ ჩამოთვლილი არიან და არ დგას მხოლოდ პროპაგანიდსტებზე ეს რეჟიმი, ძალადობრივი, რეპრესიული რეჟიმი დგას ასევე კონკრეტული, კორუმპირებული ბიზნესმენების მხარდაჭერაზე, ვინაიდან, რეჟიმს, რა თქმა უნდა, სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, არჩევნების გაყალბება, ამომრჩევლის მოსყიდვა და რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი დგას სწორედ ამ ტიპის ბიზნესებზე და მათ მხარდაჭერაზე და მათ სანაცვლოდ, რთავს კორუფციაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს მხრიდან არის ღია გზავნილი, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ არსებობს მსგავსი ბიზნესნები, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.