ქვეყანა გაყინული და გაჩერებულია, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - სალომე ზურაბიშვილი

07.05.25 14:38
ქვეყანა გაყინული და გაჩერებულია, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის იზოლაციაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანა "ოცნების" პოლიტიკის გამო "გაყინული და გაჩერებულია".

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია. 

ქვეყანას ერთად უნდა ვუშველოთ, არჩევნებია სასწრაფოდ დასანიშნი, იმიტომ რომ ქვეყანას უკვე დრო აღარ ჰყოფნის, გამოვიდეს ამ ღრმა ჩიხიდან - ამბობს ზურაბიშვილი. 

იმაზე, რომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ, არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ერთპიროვნულად, შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით მართავს ამ ქვეყანას და მიჰყავს ჩიხში, უფსკრულში. აქედან გამოსვლა აუცილებელია ახალი არჩევნებით. ეს არის გამოცდილი ფორმა, როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან ისე, რომ ეს გამოსვლა იყოს მშვიდობიანი, არ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემები, იმიტომ, რომ 6 თვეა ეს ქვეყანა გაჩერებულია. არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რომ რომელიმე გამოწვევა იყოს გადაწყვეტილი. ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და არჩევნებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ამ ქვეყანას გააცოცხლებს. დღეს ეს ქვეყანა არის გაყინული. ამის მაჩვენებელია, "მეგობარი აქტი", ეს მაჩვენებელია იმის, რომ ივანიშვილი და "ოცნება" რასაც უკეთებს ჩვენს ქვეყანას ეს ყველამ დაინხა, ამიტომ ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალება, ვიღაც რაღაცაზეა პასუხისმგებელი, ალბათ თანამდებობაზეა და შეიძლება თავს უშველოს. ვინც თავს ვერ უშველის მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ ერთად, ერთად უნდა დავდგეთ, არჩევნებია სასწრაფოდ დასანიშნი, იმიტომ რომ ქვეყანას უკვე დრო აღარ ჰყოფნის, რომ გამოვიდეს ამ ღრმა ჩიხიდან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები