ჩვენ დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს - კობახიძე

07.05.25 14:42
ჩვენ დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს - კობახიძე

 

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩეულმა ირაკლი კობახიძემ მოქალაქეები "გზააცდენილებად" მონათლა და მათი "დაბრუნების" პირობა დადო. 

კობახიძის დაპირებებს შორისაა "ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორებაც": 

"ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს , დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ"