აშშ კარგადაა ინფორმორმირებული, ვინ კვებავს ივანიშვილის ბოროტმოქმედ არალეგიტიმურ რეჟიმს - გეგელია
აშშ-ს მიერ გავრცელებული სია ადასტურებს ძალიან მკაფიოდ, რომ აშშ დიდი ყურადღებით ეკიდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, აღნიშნული სია ცხადყოფს, რომ ამერიკელები კარგად არიან ინფორმირებულები, თუ ვინ კვებავს ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს.
აშშ-ს მიერ გავრცელებული სია ადასტურებს ძალიან მკაფიოდ, რომ აშშ დიდი ყურადღებით ეკიდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს, რომ ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ კვებავს ივანიშვილის ბოროტმოქმედ არალეგიტიმურ რეჟიმს და რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არც პოლიტიკოსებს, არც პროპაგანდისტებს და არც სხვადასხვა კატეგორიის პირებს, იქნება ეს მოსამართლეები თუ საჯარო მოხელეები, არ მიეცეს იმის შანსი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხის არჩევანი ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დასამარებული, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.