სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო და კალენდარშიც ჩასვა

07.05.25 17:39
სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო და კალენდარშიც ჩასვა

სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო - ინფორმაცას  ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. 

მისი თქმით, MEGOBARI Act უკვე ჩასმულია სენატის კალენდარში.

  • MEGOBARI აქტისენატის საკანონმდებლო კალენდარში  ასეა განმარტებული - „აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად“.

  • შეტანის თარიღად 6 მაისია მითითებული, მისი რიგითი ნომერია 70.

MEGOBARI აქტი სენატში მიიღეს. ორჯერ წაიკითხეს. სენატის საკანონმდებლო კალენდარში ზოგადი ბრძანებების ქვეშ მოხვდა. კალენდარი #70

ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საქართველოს ირანელი ტერორისტების, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ომის დამნაშავე პუტინისკენ უბიძგებს, ამბობს კანონპროექტის ავტორი ჯო უილსონი.

უილსონი: "MEGOBARI აქტის" მიღება, მანდატის თითქმის 90-პროცენტიანი ხმებით, აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის მიმართ და უარყოფს მაფიოზების ტირანიას, რომლებიც საქართველოს დიქტატორებს ყიდიან. ქართული ოცნება შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს. წინსვლის ერთადერთი გზა სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაა", - წერს ალექს რაუფოღლუ.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.

მსგავსი სიახლეები