საქართველოში ელიტურმა კორუფციამ არნახულ ნიშნულს მიაღწია და ეს ივანიშვილის "კურთხევით" მოხდა - საბა ბუაძე

07.05.25 18:06
საქართველოში ელიტურმა კორუფციამ არნახულ ნიშნულს მიაღწია და ეს ივანიშვილის "კურთხევით" მოხდა - საბა ბუაძე

ერთადერთი, რისი შექმნაც ივანიშვილმა ამ წლების განმავლობაში მოახერხა, ეს არის კარგად აწყობილი კორუფციული სისტემა, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე  ელიტური კორუფციის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში ელიტურმა კორუფციამ არნახულ ნიშნულს მიაღწია და ეს სწორედ ივანიშვილის "კურთხევით" მოხდა. 

ერთადერთი, რისი შექმნაც ივანიშვილმა ამ წლების განმავლობაში მოახერხა, ეს არის კარგად აწყობილი კორუფციული სისტემა, სადაც ბიუჯეტის რესურსებით ხდება როგორც პარტიული სალაროს დაფინანსება, ისე ამ საძალუფლებო ვერტიკალში მყოფი ივანიშვილის წარმომადგენლების პირადი კეთლდღეობის დაფინანსება და სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ საქართველოში ელიტურმა კორუფციამ მიაღწია ჯერ არნახულ ნიშნულებს და რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოდის ივანიშვილის კურთხევით. მისტვის მთავარია, რომ მას არ მოპაროს არავინ ფული, მის პირად ფულს არ შეეხოს არავინ და მას გაუნაწილოს ეს ნაქურდალი, - ამბობს საბა ბუაძე. 

3 მილიარდ 280 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს. რეგიონებში არსებული ვითარება და საგანგაშო მონაცემები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა და გაასაჯაროა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა კორუფციის რუკა, რომელზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით დატანილია მონაცემები ელიტური კორუფციის, ივანიშვილთან დაკავშირებირებული აქტივების, მინი ოლიგარქების, სახელმწიფო შესყიდვების და ასევე რეგიონებში კორუფციის შემთხვევების. 

 

მსგავსი სიახლეები