ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიპარავს ბიუჯეტიდან - ბესიკ დონაძე

07.05.25 18:14
ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიპარავს ბიუჯეტიდან - ბესიკ დონაძე

ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიპარავს ბიუჯეტიდან, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისვის" წევრი ბესიკ დონაძე ელიტური კორუფციის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კორუფციის მკვლევარი ამბობს, რომ ივანიშვილმა ზუსტად იცის, ვის რამდენის მოპარვის უფლება აქვს და თუ გადააჭარბებს, მას თანამდებობიდან მოხსნის. დონაძის თქმით, სწორედ ამ გზით ცდილობს ოლიგარქი ხელისუფლების შენარჩუნებას. 

ბიძინა ივანიშვილმა რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ამისთვის სჭირდება პატარა მინი ოლიგარქები, რომლებიც რეგიონებში გააკონტროლებენ და რომლებსაც რეგიონებში ექნებათ ფული დასახარჯად. ბიძინა ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიპარავს ბიუჯეტიდან. ეს გაკონრტოლებულია ივანიშვილის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, ვინ რამდენი უნდა მოიპაროს და ვინც იმაზე მეტს მოიპარავს, ვიდრე აქვს მას უფლება, რა თქმა უნდა, მას მოხსნიან, ოღონდ არ დაიჭერენ, უბრალოდ, მოხსნიან თანამდებობიდან. ანუ დასკა ივანიშვილისთვის არის ფულის რესურსებზეწვდომის შეზღუდვა, - ამბოსბ ბესიკ დონაძე. 

3 მილიარდ 280 მილიონი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს. რეგიონებში არსებული ვითარება და საგანგაშო მონაცემები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა და გაასაჯაროა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა კორუფციის რუკა, რომელზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით დატანილია მონაცემები ელიტური კორუფციის, ივანიშვილთან დაკავშირებირებული აქტივების, მინი ოლიგარქების, სახელმწიფო შესყიდვების და ასევე რეგიონებში კორუფციის შემთხვევების. 

 

მსგავსი სიახლეები