განსაცდელი "ოცნებაში" - რეჟიმი ამერიკული სანქციების პირისპირ

07.05.25 20:18
განსაცდელი "ოცნებაში" - რეჟიმი ამერიკული სანქციების პირისპირ

რეჟიმი ამერიკული სანქციების პირისპირ - კონგრესის გადაწყვეტილებამ "ოცნების" პროპაგანდა ერთ დღეში ჩამოშალა.

ოლიგაქრის პროპაგანდა საზოგადოებას ჯერ არწმუნებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, შემდეგ ამბობდნენ, რომ სანქციები არ აინტერესებთ, ბოლოს თქვეს რომ სანქციები არ მუშაობს და არ ადარდებთ, ამ ყველაფრის ფონზე კი "ოცნების" წევრები სანქციებზე დასმულ კითხვებს წყობიდან გამოჰყავთ. "მეგობარი აქტზე" საუბარს "ოცნების" წევრები დღეს გაურბოდნენ.

თუმცა, დღეს ის, რაც კამერების წინ არ შეიმჩნია ირაკლი კობახიძემ, ვერ დამალა ვახანგ გომელაურმა. "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს მიანიშნა რომ სანქციებით ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ირწმუნება რომ მზად არის დისკომფორტს გაუძლოს.

დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ტრამპის უახლოესი წრიდან. რეჟიმის მსახურებმა იციან, რომ მეგობარი აქტის  გრძელ სიას საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ ბევრი გვარი დაემატოს. 

"ოცნების" ხელისუფლებაში პრაქტიკულად აღარ დარჩა მაღალი თანამდებოსბის პირი, ვისაც სანქცია არ შეხებებია. საქართველოს ჰყავს სანქცირებული არალეგიტიმური პრემიერი. ყველა ძალოვანი უწყების არალეგიტიმური ბოსი დასანქცირებულია, სანქცირებულია ე.წ. სასამართლო კლანიც. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები