ირაკლი პაპიაშვილის მამის მიმართვა შვილს და რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებს

07.05.25 22:41
ირაკლი პაპიაშვილის მამის მიმართვა შვილს და რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებს

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპაშვილის მამა, მიიჩნევს, რომ მისი შვილი შურისძიების მოტივით დააკავეს და ის "ქართული ოცნების"მძევალია. 

მისი თქმით, ის რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, დღეს დღეს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ საბოლოოდ დაამტკიცა.

ზაზა პაპაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე შთაბეჭდილება დარჩა, რომ მოსამართლემ წინასწარ იცოდა რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. ის ასე მიიჩნევს, რომ განაჩენი შეკვეთილი იყო.

"ტვ პირველის" ეთერში ზაზა პაპაშვილმა მის შვილს და სხვა პოლიტპატიმრებს მიმართა და მათ მხნეობისკენ მოუწოდა. 

მე გიორგის ვეტყვი, რომ მხნედ იყოს, ჩვენც მხნედ ვართ, მივიღეთ ეს ყველაფერი უკვე და გასაკვირი აღარ არის. ირაკლი მამა არ ინერვიულო და მე ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს და გიორგი ასეთი ბიჭი.

ამ ქვეყნისთვის თავდადებული და სილამაზისთვის. იმ ბათუმისთვისაც ესე გადაუხადეს სამაგიერო.

ესენი არიან რეჟიმის პოლიტპატიმრები. მე ყველა პოლიტპატიმარს მივესალმები და ბიჭებო გამაგრდით კიდევ რეჟიმმა მიიღო ორი პოლიტპატიმარი, ოღონდ მისჯილი უკვე", - ამბობს ზაზა პაპიაშვილი.

რეჟიმის მახმილებელ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

  • შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. 

მსგავსი სიახლეები