ჩიკვაიძის დედა: ჩემი შვილი შურისძიების მსხვერპლია, ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი მოწამლეს
"საქმე გვაქვს რეჟიმის შურისძიებასთან"- ასე აფასებს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა მოსამართლე იზა კელენჯერიძის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას.
ეკა წერეთელი ამბობს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე მხოლოდ 7 წამით შეიყვანეს და საკუთარი ყურით მოასმენინეს, რომ ციხეში 9 წლით უშვებდნენ.
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის დედა დარწმუნებულია, რომ რეჟიმის მამხილებელ ბიზნესმენი მოწამლეს.
მისი თქმით, ჩიკვაიძის ოჯახმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას, რომ მსჯავრდებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
მე ამას დავარქმევდი შურისძიებას, იმიტომ რომ დღეს სასამართლოზე გიორგი სულ 7 წამით შემოიყვანეს. მე არ ვიცი, ასეთი რამ სად ხდება?! მიხვდით ხალხო ვის ხელში ვართ!
შემოიყვანეს 7 წამით და უთხრეს - მე შენ გისჯი 9 წელიწადს. სამი ადამიანი პროკურორი და მოსამართლე თანამონაწილეები არიან ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები.
ჩვენ დიდი ეჭვი გაქვს, მე უკვე ეჭვიც აღარ მეპარება გიორგი არის მოწამლული. ჩვენ უკვე დავიწყეთ პროცედურები, რომ მოხდეს სისხლის ექსპერტიზა მძიმე მეტალებზე და ჩვენმა ადვოკატმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისცენ უფლება. თუ უფლება არ მოგცეს, ეს უკვე თვალნათელი იქნება რატომ... მე სულ არ მინდა, რომ ჩემი შვილის ორგანიზმში აღმოჩნდეს მძიმე მეტალები და ტოქსინები, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავადასტუროთ", - ამბობს ეკა წერეთელი.
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.