ჩიკვაიძის დედა რეჟიმს: არ გაპატიებთ, დღეს მეორე შვილიც გამომტაცეთ ხელიდან

07.05.25 23:11
ჩიკვაიძის დედა რეჟიმს: არ გაპატიებთ, დღეს მეორე შვილიც გამომტაცეთ ხელიდან

 "საქართველოს ორი გმირი შესძინეთ - გიორგი და ირაკლი" - ასე მიმართავს რეჟიმს დაპატიმრებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა. 

ეკა წერეთელი ამბობს, რომ ის დღეს ამაყი და თან სევდიანია, რადგან ოლიგარქმა, "მეორე შვილიც გასტაცა ხელიდან". 

ირაკლი ერთგული, კეთილი ადამიანია, რომელიც გიორგის დაპატიმრების შემდეგ გვერდიდან არ მომშორებია. დღეს მე მიაჩნია, რომ ის ჩემი შვილიც არის და ის გამომტაცეს - არ გაპატიებთ! - ვიბრძოლებ ყველა ფრონტზე. თქვენ მე ვერ მომიგებთ, აბა ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს?!  გიორგი მე შენ მეამაყები. (ქართული ოცნება) თქვენ დღეს დაგემართათ ძალიან ცუდი რაღაც საქართველოს ორი გმირი შესძინეთ გიორგი და ირაკლი", - ამბობს ეკა წერეთელი.

რეჟიმის მახმილებელ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები