მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ ევროპის დღეზე ევროპაში არ მიიწვიეს - პირველი კომენტარი

09.05.25 11:37
მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ ევროპის დღეზე ევროპაში არ მიიწვიეს - პირველი კომენტარი

 

 

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ევროპის დღეზე ვარშავაში გამართულ შეკრებაზე არ მიიწვიეს. მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ საქართველო- ევროკავშირის ურთიეღთობების გაუარესებაზე პასუხისმგებელი სწორედ ბრიუსელია.  

პოლონეთს ჰკითხეთ. ის პასუხი მაქვს, რომ ორმაგი სტანდარტი ხდება ყველგან. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. მთელ ევროპაშ ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ? ეშველება ყველაფერს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის დასაშვები საფრანგეთში, რაც არის დასაშვები გერმანიაში, საქართველოში რომ შფოთდებიან ამ ყველაფერზე. ქართველი ხალხის არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი ამ არჩევანს, - თქვა ბოჭორიშვილმა "პირველების" კითხვების საპასუხოდ. 

ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.

ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.