რატომ არ აღნიშნავს ევროპის დღეს ივანიშვილის მთავრობა ევროკავშირის საელჩოსთან ერთად - კობახიძის კომენტარი

09.05.25 13:06
რატომ არ აღნიშნავს ევროპის დღეს ივანიშვილის მთავრობა ევროკავშირის საელჩოსთან ერთად - კობახიძის კომენტარი

ირაკლი კობახიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე არ მიდის, ამტკიცებს, რომ არ დაპატიჟეს.

  • საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს - ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ღონისძიების კარი ყველასთვის ღიაა. 

ივანიშვილის პრემიერი ირწმუნება, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და გადაწყვეტილება "საბჭოური მიდგომებით" მიიღო. 

როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები. დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით", - ამბობს კობახიძე 

ასევე ნახეთ: