"პირადი მოწვევა არავისთვის გაგვიგზავნია...ყველა დავპატიჟეთ" - ევროკავშირის ელჩის პასუხი კობახიძეს

09.05.25 13:24
"პირადი მოწვევა არავისთვის გაგვიგზავნია...ყველა დავპატიჟეთ" - ევროკავშირის ელჩის პასუხი კობახიძეს

ევროკავშირის ელჩის პასუხი ირაკლი კობახიძეს - პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წევრებისთვის არ გაუგზავნიათ.

ეს ღია ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ - აცხადებს ელჩი.

ჰერჩინსკი ასევე საუბრობს საქართველო-ევროკავშირის ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე და მწუხარებას გამოთქვამს, რომ "ოცნების" ქმედებების გამო, საქართველო ევროკავშირის გაფართოების საკითხში წარმოდგენილი არ არის. 

ეს ღია ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ, ალბათ, თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში, ჩვენი პოსტერები, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად.  მართლები ვართ, რომ არ გაგვიგზავმია პირადი მოწვევა.  არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის პირადი მოწვევა არ გაგვიკეთებია. ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა ასეთია - სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი საქართველო-ევრკავშირის ურთიერთობების რეალობა", - ამბობს ჰერჩნსკი. 

 საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს - ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ღონისძიების კარი ყველასთვის ღიაა.