"ეს ყველას ერთობლივი ზეიმია, ვისაც სჯერა, რომ ღირსება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად" - ზურაბიშვილი ექსპო ჯორჯიაში მივიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მივიდა.
ეს არის ყველას ერთობლივი ზეიმი - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.
ეს არის სახალხო ზეიმი და ჩვენც ხალხის ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობის მიღწევა,-ამბობს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ღონისძებაზე მისასვლელად მისაწვევი არ სჭირდება.
არავის არ გამოუგზავნია მოსაწვევი, მე მოვედი ჩემით, როგორც მოვიდა ყველა ეს ხალხი. ეს არის ერთობლივი ზეიმი ყველასი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ევროპასთან ერთად", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს - ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ღონისძიების კარი ყველასთვის ღიაა.