"ეს არის იზოლაცია" - ლიეტუვის ელჩი ევროკავშირის არაოფიციალურ შეკრებაზე "ოცნების" არმიწვევაზე

09.05.25 13:43
"ეს არის იზოლაცია" - ლიეტუვის ელჩი ევროკავშირის არაოფიციალურ შეკრებაზე "ოცნების" არმიწვევაზე

"ეს არის იზოლაცია" - ასე აფასებს ლიეტუვის ელჩის საქართველოში იმ ფაქტს, რომ "ოცნება" ვარშავაში ევროკავშირის არაოფიციალურ შეკრებაზე არ დაპატიჟეს. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ კვლავაც ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამისთვის ქვეყანა მის ღირებულებებთან და პრინციპებთან თანხვედრაში უნდა იყოს. 

ვფიქრობ, აშკარაა,  რომ ეს არის იზოლაცია. ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღრებულებები, პრინციპები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი უპირობო მხარდამჭერია მრავალი წლის განმავლობაში და ის მზადაა, კვლავ დაეხმაროს საქართველოს განვითარებას. ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია, რადგან აშკარაა, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ეს არის ტრაექტორია, რომელიც სულ უფრო და უფრო უკან მიდის, ვგულისხმობ დემოკრატიას და ეს არის ის სიგნალები, რომმლებიც მოდის თბილისიდან. ასე რომ, ყველაფერი ისევ საქართველოს ხელისუფლების ხელშია, - ამბობს დარიუს ვიტკაუსკასი.

ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.

ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.