ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს - ხაზარაძე

11.05.25 15:04
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს - ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელს მოახლოებულ 50 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, "ბათუმელების" რედაქციაშია ამაღლობელის კოლეგებს შეხვდა და მათ თანადგომა გამოუცხადა. პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რეჟიმის ტყვეების საქმეებმა საერთაშორისო რეზონანსი მოიპოვონ.

მზია ამაღლობელს 50 წელი ციხის კედლებში უსრულდება. მინდა მას მხნეობა, ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვო - ის, რაც რეჟიმმა მას უსამართლოდ აღუკვეთა. 
დღეს “ბათუმელების” რედაქციაში ვიყავი, მზიას კოლეგებისთვის ჩემი თანადგომის გამოსახატად. 
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები. 
თავისუფლება მზიას! 
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!, - წერს მამუკა ხაზარაძე.