პოლიტიკური კრიზისი და "ოცნების" რუსული პოლიტიკა - "ძლიერი საქართველო“ ბათუმის მოსახლეობას ხვდება
"ძლიერი საქართველო“ საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონალური კამპანიის მიზანი და ამოცანა ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა.
მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, “ქართული ოცნების” რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა - ეს არის შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა.
შეხვედრისას ასევე მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა რათა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.
“ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან, როგორც „ძლიერი საქართველოს მხარდამჭერებს და აქტივს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ადგილობრივ მოსახლეობას.