პროკურორობიდან ფარულ დიპლომატობამდე? - რა მისიით მივიდა ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე

11.05.25 20:25
 პროკურორობიდან ფარულ დიპლომატობამდე? - რა მისიით მივიდა ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე

როგორ აღმოჩნდა და რა მისიით მივიდა საქართველოს ექს პროკურორი პუტინის აღლუმზე? შაბათის ეთერის საგამოძოებო რეპორტაჟის  ეთერში გასვლის შემდეგ ოპოზიცია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე სპეც მისიით წითელ მოედანზე ივანიშვილმა გაგზავნა. ეს კადრები ადასტურებს, რომ შტატების მიერ რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით სანქცირებული ფარცხალაძე პარასკევსს პუტინის სიახლოვეს ტრიალებდა. მისთვის სამხედრო აღლუმზე საპატიო ადგილი ჰქონდათ შენახული.

ოპოზიცია, ამბობს რომ მტკიცებულებები მხოლოდ "ოცნების" და კრემლის ფარულ კავშირებსს ადასტურებს.

ივანიშვილის სანდო კაცი 9 მაისს მოსკოვში მარტო არ ყოფილა. იქ იყო მისი თანამოაზრე მამუკა ფიფიაც, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. ამას არც თავად უარყოფსს გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მოსკოვში ვიზიტამდე ფიფიამ თბილისში "ქართული ოცნების" ის მხარდამჭერები შემოიკრიბა, რომლებიც ღიად და მოურიდებლად აკეთებენ პრორუსულ განცხადებებს. ამ საიდუმლო შეკრებაზე მსჯელობდნენ, რა უნდა გააკეთოს თბილისლმა იმისთვის, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. პრორუსული პარტიის წევრებს ამ მიზნით უკვე ხელმოწერების შეგროვებაცც აქვთ დაწყებული, რათა "ოცნებას" დაეხმარონ და შექმნან ალიბი, თითქოს რუსეთთან დაახლოება ქართველი ხალხის სურვილი იყო. ამ შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი დეპუტატი ფრიდონ ინჯია და კახი კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძეც.

როცა ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტთან საუბარს ითოვენ, ეს ღალატს ნიშნავს, - ამბობენ  თბილისში.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.