წმენდა საგარეო უწყებაში - რეჟიმი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ დიპლომატებს სამსახურიდან უშვებს
კობახიძის კაბინეტის მინისტრი არ უარყოფს, რომ ნატოს საქართველოს წარმოამდგენლობაში დიპლომატების რაოდენობას ამცირებს. შაბათის ეთერმა მოიპოვა მაკა ბოჭორიშვილის მომზადებული საშტატო ნუსხა, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლებს გაფრთხილების წერილები უკვე დაუგზავნეს.
მაშინ, როდესაც ნატოში გაწვრიანება საქართველოს ეროვნული ამოცანაა და კონსტიტუციაშია გაწერილი, წარმომადგენლობის დასუსტება გამაოგნებელია სტაჟიანი დიპლომატებისთვის.
შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით, შტატებს აუქმებენ ამერიკაში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში საქარათველოს საელჩოებში. სამაგიეროდ, მაკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტლებით, საელჩოებს აძლიერებენ რუმინეთში, იაპონიაში, კუბასა და სლოვაკეთში. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმის ნათელი მაგალითია, საით შეიცვალა ქვეყნის კურსი "ოცნებამ".
ბოჭორიშვილი თანამშრომლებთან წერილებს 29 აპრილიდან ხან რეორგანიზაციის, ხანაც კონკურსის შესახებ აგზავნის. ე.წ. რეფორმა შეეხება ყველას, ვინც თბილისში ან უცხოეთში საელჩოებში მუშაობს და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელი მოაწერა.
რეპრესიების სიაში მოხვედრილი თანამშრომლები, გათავისუფლების გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.