როგორ უნდა დაიძლიოს მძიმე პოლტიკური კრიზისი? - "ძლიერი საქართველო" აჭარის მოსახლეობას შეხვდა
როგორ უნდა დაიძლიოს მძიმე პოლტიკური კრიზისი? ამ თემაზე ხალხთან სასაუბროდ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები ამჯერად აჭარაში ჩავიდნენ. ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავარი თემა პროტესტი იყო. პოლიტიკირი ლიდერები მოსახლეობას უხსნიდნენ, რა
როლი აქვს ქუჩის პროტესტით ზეწოლას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალი ახალი არჩევნები და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებაა.
რეგიონებში ხალხთან შეხვედრის მიზანია მოსახლეობისთვის ახსნა, რა შედეგი მოაქვს სანქციებს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სულ უფრო მეტად მოქმედებს. ამ ფონზე კი მნიშვნელოვანია პროტესტის ხმა საქართველოს ყველა რეგიონიდან ისმოდეს და ბრძოლა რეჟიმის წინაღმდეგ უფრო მძლავრი იყოს.
კოალიციის ლიდერები დღეს გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორს, ეთერ თურაძეს და მზია ამაღლობლის ძმას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი ქალის უკანონო პატიმრობა იყო.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.