ზარქუასნაირ ტილიანს ჰკითხეთ, ერთი, თანამდებობის პირი რომ ტირის, ქალმა დამარტყაო, კაცურია ეს? - ხაბეიშვილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ზარქუას მიმართავს კითხვით, რამდენად კაცურია, როდესაც თანამდებობის პირი, კაცი, იმის გამო დაიჩივლებს, რომ ქალმა სცემა და შემდეგ ამ ქალს ციხეში დააპატიმრებინებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა "ანა ახალაიას დღის ამბებში" ისაუბრა.
ლევან ხაბეიშვილი ასევე "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ინტერესდება, რატომ არ დასჯილა არცერთი ძალოვანი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად სცემა.
მანახეთ კაცი, თანამდებობის პირი, ოდესმე, რომელიმე ეპოქაში, ქართველმა კაცმა, რომ წაიკნავლა, მცემა ქალმაო და ის ქალი მერე ციხეში დაატუსაღეს. და ასეთი ლაჩრები და არაკაცები მერე კაცობაზე ლაპარაკობენ. ზარქუსნაირ ტილიანს მართლა, წინკლიანს, ჰკითხეთ, კაცურია, ირაკლი, თანამდებობის პირი რომ ტირის, ქალმა დამარტყაო? რომ სცემეს ასობით ახალგაზრდა და თავპირი დაალეწეს, ის ერთი კაცი არის დაკავებული ვინმე? დავით ქაცარავა რომ სიკვდლამდე მიიყვანეს, ერთი კაცი არის დაკავებული? ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება?, არ შერჩებათ, ჯიგრებო, - თქვა ხაბეიშვილმა.