რა მისიით მივიდა საქართველოს ექს პროკურორი პუტინის აღლუმზე? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

12.05.25 11:09
რა მისიით მივიდა საქართველოს ექს პროკურორი პუტინის აღლუმზე? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

როგორ აღმოჩნდა და რა მისიით მივიდა საქართველოს ექს პროკურორი პუტინის აღლუმზე? "ქართულ ოცნებას" "პირველების" კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. გია ვოლსკი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ყოფილი გენპროკურორს ივანიშვილის გუნდთან კავშირი არ აქვს

საშინელებაა, რაც მოხდა, ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის საშინელი ფაქტია. ოთარ ფარცხალაძე რა შუაშია? გავლენებით არ სარგებლობს, სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, არავითარი არაოფიციალური დიპლომატი არ არის და საერთოდ, კავშირი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან". თქვენ ასეთ სურათს რატომ ქმნით, რომ ოთარ ფარცხალაძე არის ჩვენი გუნდის წევრი?, - ამბობს ვოლსკი.

კითხვას ვერ პასუხობს ვერც რიმა ბერაძე.  

მე ვიცი, მე ვინ ვარ და რას ვაკეთებ, არ ვიცი რას აკეთებს ფარცახალაძე. არ მაინტერესებს სად არის ფარცხალაძე, - ამბობს რიმა ბერაძე.

ლადო ბოჟაძე კი "პირველებს" ურჩევს, კითხვას პირადად ოთარ ფარცხალაძეს დავუსვათ.  

რატომ იდგა წითელ მოედანზე ფარცხალაძე, ეს ჰკითხეთ ფარცხალაძეს. რამდენიმე თვე იყო მთავარი პროკურორი და დატოვა თანამდებობა, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე  პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.