ფარცხალაძე ივანიშვილის რუსული ინტერესების გამტარი აგენტია - დათუნაშვილი

12.05.25 11:15
ფარცხალაძე ივანიშვილის რუსული ინტერესების გამტარი აგენტია - დათუნაშვილი

 ფარცხალაძე ივანიშვილის რუსული ინტერესების გამტარი აგენტია, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ექსპროკურორის წითელ მოედანზე გამოჩენას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ცალსახაა, რომ ფარცხალაძე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და ჩვენს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

ოთარ ფარცხალაძე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ეს დამტკიცებული ფაქტია, მათ შორის, აშშ-ს მიერ, ამიტომ ეს კაცი არის თანამშრომელი რუსეთის სპეცსამსახუტების, ემსახურება რუსულ ინტერესებს, მათ შორის, ემსახურება ცალსახად, რუსულ ინტერესებს საქართველოში და ამ ინტერესებს ატარებს და რუსული ინტერესები ამ ქვეყანაში არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესები. რუსულ სპეცსამსახურებს და ივანიშვილს საერთსო ინტერესების აქვთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ფარცხალაძე ამ ინტერესების გამტარი აგენტია, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან. 

კადრების გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  "წითელ მოედანზე" გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.