ეს კითხვა არ არის კორექტულად დასმული - რეჟიმის მინისტრი კითხვაზე, არის თუ არა ფარცხალაძე მოღალატე

12.05.25 13:25
ეს კითხვა არ არის კორექტულად დასმული - რეჟიმის მინისტრი კითხვაზე, არის თუ არა ფარცხალაძე მოღალატე

 

 

რეჟიმის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არ მალავს, რომ ოთარ ფარცხალაძის წითელ მოედანზე მისვლასთან დაკაშირებით გუნდში საუბარი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდის წევრს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მისიით იმყოფებოდა ექსპროკურორი პუტინის აღლუმზე. 

მაქვს ინფორმაცია და ასეთი საუბარი იყო, რომ ესწრებოდა ბატონი ფარცხალაძე ამ ღონისძიებას. აქ ლოგიკა, სამწუხაროდ, იკარგება, - ამბობს მიხეელ სარჯველაძე.

ამასთან, ივანიშვილის მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ფარცხალაძე "მოღალატე".  

ეს კითხვა არ არის კორექტულად დასმული, - ამბობს სარჯველაძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე  პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.