ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე და უხერხულობა ოლიგარქის პარტიაში - რეჟიმი ექს პროკურორისგან გამიჯვნას ცდილობს

12.05.25 20:20
ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე და უხერხულობა ოლიგარქის პარტიაში - რეჟიმი ექს პროკურორისგან გამიჯვნას ცდილობს

წითელი მოედნიდან რუსეთის აგენტობისთვის დასანქცირებული ფარცხალაძის ფოტოების გავრცელებამ "ქართული ოცნება" მძიმე დღეში ჩააგდო. ივანიშვილის სანდო კაცის პუტინის აღლუმზე გამოჩენას კობახიძე და ყაველაშვილი დუმილით შეხვდნენ. დღეს მათ ვერც ფარცხალაძის კრიტიკა და ვერც დაცვა ვერ გაბედეს. 

ორი წლის წინ, როდესაც ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტად გამოაცხადა და დაასანქცირა, "ქართული ოცნება" მტკიცებულებებს ითხოვდა და ფარცხალაძეს რეპრესიების მსხვერპლად აცხადებდა. ახლა, როდესაც არსებობს ვიდეო და ფოტო მასალა, რომ ფარცხალაძე პუტინის გვერდით დგას, "ოცნებას" არგუმენტები გამოეცალა.

ფარცხალაძე მხოლოდ წითელ მოედანზე არ ყოფილა. პუტინის აღლუმამდე ორი დღით ადრე მისთვის სანდო კაცმა თბილისში "ქართული ოცნების" პრორუსი მხარდამჭერები შეკრიბა. დავალება ცხადი იყო, მათ უნდა შეექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. დღეს "ოცნების" რეჟიმი ამ ფაქტების გასაჯაროებამ ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფარცხალაძის დაგმობა დაიწყეს. 

რა მისიით არის ფარცხალაძე მოსკოვში გაგზავნილი? - დეტალები ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში ნახეთ.