რეპრესიები ბოჭორიშვილის ხელით - როგორ ისჯებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. ურჩი თანამშრომლები
ერთპარტიულ პარლამენტში უკვე შევიდა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ბოჭორიშვილს უფლებას აძლევს, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
დე ფაქტო მთავრობის გეგმით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.
ე.წ. რეფორმა სამინისტროში ეხებათ იმ პირებს, ვინც ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა და "ქართული ოცნების" ევროპული გზიდან გადახვევის გადაწყვეტილება დაგმო. ხმაური რომ არ ატეხილიყო, მაშინ რეჟიმმა არაფერი მოიმოქმედა და მხოლოდ რამდენიმე თვის დაგვიანების შემდეგ იწყებენ მიზნობრივ რეპრესიებს "ურჩი დიპლომატების" და სამინისტროს თანამშრომლების მიმართ.
ოლიგარქის საგარეო საქმეთა მინისტრი უწყებაში რეპრესიებს ოპტიმიზაციით ფუთავს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შტატებს აუქმებენ ამერიკაში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში და საქართველოს საელჩოებში. სამაგიეროდ, მაკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტილებით, დიპლომატების რაოდენობას სლოვაკეთის, რუმინეთის, კუბასა და იაპონიის საელჩოებში ზრდიან, რაც კარგად აჩვენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილებას.
რეპრესიები ბოჭორიშვილის ხელით - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.