რუსების სტრატეგიული მიზანია, რომ საქართველო ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მოწყდეს - შაიშმელაშვილი

12.05.25 22:03
რუსების სტრატეგიული მიზანია, რომ საქართველო ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მოწყდეს - შაიშმელაშვილი

"რუსების სტრატეგიული მიზანია, რომ საქართველო ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მოწყდეს" - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, გიორგი შაიშმელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მისწრაფებაა არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოში ძალაუფლება შეინარჩუნონ, არამედ ის, რომ ქვეყანამ დასავლურ სამყაროს ბოლომდე გამოეთიშოს. 

რუსების სტრატეგიული მიზანი ამ ქვეყანაში არ არის  არც ივანიშვილის შენარჩუნება და არც ფარცხალაძის მოედანზე სიარული. მათი მიზანია, რომ საქართველო საბოლოოდ მოწყდეს ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ამ მომენტისთვის (რუსეთის) მზიანია, რომ შეუძლებელი იყოს, საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროპული ინტეგრაციისკენ. ანუ, ევროპაში გაწევრიანებისკენ", - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.