"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

13.05.25 10:58
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - მას შემდეგ, რაც კონგრესმა "MEGOBARI აქტი" მიიღო ეს ოპოზიციური პარტიის პირველი ვიზიტია შტატებში. პოლიტიკოსებმა  უკვე გამართეს მაღალი დონის შეხვედრები კონგრესის ლიდერებთან.

“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციაში პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილიც;

დღეს დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ “მეგობარი აქტისთვის”, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც გადაეცა სენატს. ჩვენ ბუნებრივია სენატშიც გვექნება შეხვედრები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.

ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, უკრაინა, საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.