მოვამზადეთ MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს - პაპუაშვილი

13.05.25 12:33
მოვამზადეთ MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს - პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ფრაქციების თავმჯდომარეებმა MEGOBARI აქტის საპასუხოდ განცხადება მოამზადეს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.

დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერის წერილი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ეხება, მათ შორის, MEGOBARI აქტის საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში, ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ განცხადება პარლამენტის, რომელიც ეხება ამ ე.წ. MEGOBARI აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავართ მე და ყველა ფრაქციის თავმჯდომარე, გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის არის, რომ ყველას ვაჩვენო რა არის რეალობა არგუმენტებზე დაყრდნობით და ასევე, გავაკეტოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგან გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიღებული ამ აქტით". - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. 

აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.