ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

13.05.25 12:59
ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში თავად წერს. 

  • არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და ნათელ-მირონია. 
  • რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. 

მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ჩიქოვანი. 

არჩილ ჩიქოვანი წლების განმავლობაში მეგის ქარდავას მოადგილე, იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" პორტირდა.

"პირველების" ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. ეს უკანასკნელი ბათუმის მერიაში პროკურატურიდან მოხვდა.