რა ფასად მოგზაურობენ "ოცნების" დეპუტატები ბიუჯეტის ხარჯზე - ყველაზე ძვირი მარიამ ლაშხის მივლინება დაჯდა

13.05.25 14:33
რა ფასად მოგზაურობენ "ოცნების" დეპუტატები ბიუჯეტის ხარჯზე - ყველაზე ძვირი მარიამ ლაშხის მივლინება დაჯდა

"ბი ემ ჯი" იტყობინება, რომ საქართველოს ბიუჯეტს ყველაზე ძვირი მარიამ ლაშხის მივლინება დაუჯდა - მედიის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში "ოცნების" დეპუტატებს შორის ყველაზე ძვირი მარიამ ლაშხის მივლინება დაჯდა, რამაც 24,507 ლარი შეადგინა. 

მარიამ ლაშხი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, 9-17 მარტს აშშ-სა და მექსიკას ეწვია, 23-27 მარტს სერბეთს, 27-30 მარტს კი თურქეთს. 

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით "ბი ემ ჯი" წერს, რომ მეორე ადგილს ლევან მახაშვილი იკავეს. ივანიშვილის რეჟიმის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მივლინებები უნგრეთში, ბელგიაში, ალბანეთში, ავსტრიაში, სლოვენიასა და რუმინეთში ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა. 

მედიის ინფორმაციით, მესამე ადგილზეა ივანიშვილის რეჟიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, რომლის უნგრეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, ბოსნია ჰერცოგოვინასა და ეგვიპტეში მივლინება ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა.

2025 წლის პირველ კვარტალში "ქართული ოცნების" დეპუტატების საერთაშორისო მივლინებები სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამურად 188,040 ლარი დაუჯდა.

 

დეპუტატი თარიღი ქვეყანა თანხა (GEL)
ლაშხი მარიამ 03/09-04/30 აშშ/მექსიკა, სერბეთი, თურქეთი 24,507.42
მახაშვილი ლევან 01/26-03/20 უნგრეთი, ბელგია, ალბანეთი, ავსტრია, სლოვენია, რუმინეთი 23,140.09
სამხარაძე ნიკოლოზ 01/26-28, 02/20-23, 03/09-27 უნგრეთი, ავსტრია, ეგვიპტე, რუმინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა 20,390.62
მათიკაშვილი დავით 02/28-03/28 ტაჯიკეთი, უნგრეთი, საფრანგეთი 14,360.25
მიქანაძე გივი 01/26-30, 03/10-13, 04/27-30 საფრანგეთი, უნგრეთი, თურქეთი 13,258.82
ქადაგიშვილი ირაკლი 03/09-17, 03/30-04/04 ეგვიპტე, იაპონია 10,116.90
სეფაშვილი ეკა 01/29, 01/26-28, 03/25-28 ბელგია, საფრანგეთი 9,074.77
ტაბატაძე ალექსანდრე 01/01-02/05 ფილიპინები 8,832.45
ჩაკვეტაძე გიორგი 02/27-03/01, 03/10-13 ალბანეთი, უნგრეთი 8,458.81
თურნავა ვახტანგ 01/27-31 ბელგია 6,587.98
ბითაძე მაია 02/20-23 ავსტრია 6,032.97
ზარქუა ირაკლი 02/15-18, 02/28-03/03 თურქეთი, ტაჯიკეთი 6,022.30
წულუკიანი თეა 01/26-30 საფრანგეთი 5,674.29
გაბუნია გიორგი 03/25-28 საფრანგეთი 5,285.22
მეზურნიშვილი ირაკლი 01/26-28, 02/21-26, 03/23-27 უნგრეთი, ინდოეთი, სერბეთი 5,187.11
სალია პაატა 03/10-13 უნგრეთი 4,642.44
სანიკიძე ვიქტორ 02/28-03/03 ტაჯიკეთი 4,349.81
ჭიჭინაძე ეკა 03/25-28 საფრანგეთი 4,586.23
პაპუაშვილი შალვა 01/26-28 უნგრეთი 2,457.02
ჭყონია გიორგი 02/15-18 თურქეთი 2,246.09
ბოლქვაძე ანზორ 02/15-18 თურქეთი 2,246.09
წიწავა გენრიეტა 01/26-28 უნგრეთი 582.98