ვინ დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ და ვის ჩააბარეს თბილისის პროკურორის თანამდებობა?
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილები განხორციელდა", - ინფორმაციას ამის შესახებ თავად გაბიტაშვილის უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, ხოლო თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე.
რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.
ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა", - წერია განცხადებაში.
ზურაბ ბელთაძე როგორც ადვოკატი იცავდა 2016 წლის მაისში კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს. 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობაში ბრალდებული კასპელი მაღალჩინოსნების ადვოკატი.